RolePlay წესები და ტერმინები


ინფორმაცია პერსონაჟზე:
სერვერზე თქვენი პერსონაჟი ისეთივე რეალურია როგორც თქვენ. შეგიძლიათ გამოხატოთ ემოციები, ილაპარაკოთ(წეროთ), იჩხუბოთ, დაშავდეთ და ა.შ. ამ ყველაფრის მოქმედებაში მოსაყვანად საჭიროა გამოიყენოთ შესაფერისი კომანდები და ამით მიახვედროთ ამავე წესებით მოთამაშე მეორე პიროვნება თუ რისი თქმა გსურთ. მაგალითისთვის ავიღოთ რაიმე გამოგონილი პერსონაჟის სახელი და გვარი: John_Smith
-------------------------------------------------------------------------------------------------------
* ლაპარაკი, ჩურჩული, ყვირილი:
თქვენ პერსონაჟს ლაპარაკი შეუძლია ჩვეულებრივ ჩატში, მაგრამ ჩვეულებრივ ჩატში დაწერილი ტექსტი მისდით იმ მოთამაშეებს, ვინც თქვენთან ახლოსაა. როგორც რეალურ ცხოვრებაში, თქვენი ლაპარაკი ესმით მხოლოდ თქვენ ახლომყოფ ადამიანებს.
>> მაგალითად საუბარი 2 პიროვნებას შორის:
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- არამიშავს...
> ემოციების გამოხატვა შესაძლებელია ჩვეულებრივ ჩატში. მაგალითისთვის:
- როგორ ხარ? *ღიმილით*
- კარგად შენ? *მოწყენილად*
- არამიშავს...
და ა.შ.
>> კომანდები ლაპარაკის გამოსახატავად:
(/s)hout - ყვირილი (ამ კომანდით მეტად უფრო შორს გააგებინებთ სხვა მოთამაშეებს დაწერილ ტექსტს ვიდრე ჩვეულებრივ ჩატში).
(/w)isper - ჩურჩული (ამ კომანდით ტექსტს წაიკითხავენ მხოლოდ ის მოთამაშეები ვინც თქვენთ პირისპირ იქნება).
-------------------------------------------------------------------------------------------------------
* ემოციების გამოხატვა, მოქმედება:
პერსონაჟის ემოციების გამოხატვა და მოქმედება ხდება შემდეგი კომანდით /me [text]
>> მაგალითები:
/me gaocda > დაიწერება როგორც > John_Smith gaocda
^ ემოციები აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ წარსულ ფორმაში.
>> პერსონაჟის მოქმედებები
/me igebs sigarets da santebelas jibidan > დაიწერება როგორც > John_Smith igebs sigarets da santebelas jibidan
/me urtyavs napass
/me gadaagdo sigaretis namwvavi
-------------------------------------------------------------------------------------------------------
* ვირტუალურ სამყაროში შეუმჩნეველი ქმედებები და სიტუაციები:
ვირტუალურ სამყაროში შეუმჩნეველი ქმედებები და სიტუაციები გამოიყენება შემდეგი კომანდით /do [text]. ძირითადად გამოიყენება /me კომანდთან ერთად.
>> მაგალითები:
> ერთი ადამიანი უდგას მეორეს ველოსიპედზე.
- /do velosipedis ukana skamze zixar?
- /do ki
> მექანიკოსი აკეთებს ძრავს და წერს ძრავის შეკეთების დასრულების ეტაპებს.
/do 1/3
/do 2/3
/do 3/3
/me sheuketa manqanas dzravi
>ან მსგავსი სიტუაცია შემდეგნაირად:
- /me usxavs luds pirovnebas chikashi
- /do gaivso???
- /do ki
> მაგალითისთვის დაინახა ერთმა მოთამაშემ მეორე მოთამაშე წაქცეულ მდგომარეობაში. პირველმა მოთამაშემ არ იცის რა სჭირს მას და ეკითხება /do-ში.
პირველი მოთამაშე:
/me shexeda adamians
/do ras vxedav?
მეორე მოთამაშე:
/do gatishul adamians
-------------------------------------------------------------------------------------------------------
თამაშგარე ჩატი, ჩატი რომელიც არ ეხება პერსონაჟის ვირტუალურ სამყაროს:
თამაშგარე ჩატი არ ეხება პერსონაჟს ანუ ეს ჩატი ამ პერსონაჟისთვის უხილავია და ყველანაირი დაწერილი ტექსტი მისთვის შეუსრულებელი. გამოიყენება შემდეგი კომანდით /b [text] > იწერება როგორც > (( John_Smith: admins daukavshirdi )).
-------------------------------------------------------------------------------------------------------
აკრძალულია:
* სახელებით ერთმანეთის მიმართვა სანამ არ გაიცნობთ, ან სანამ მის სახელს არ გაიგებთ ვინმესგან.
* აკრძალულია სმაილები რადგან ამისთვისაა კომანდი /do
* აკრძალულია თამაშგარე ტერმინების გამოყენება, ან თამაშგარე ტექსტის დაწერა პერსონაჟის ჩატში(ჩვეულებრივ ჩატში).
* ისეთი რამის დაწერა რაც არარეალურია (მაგალითად: ამოიგო ჯიბიდან პულიმიოტი და ესვრის ყველას).

                     წესების დარღვევის შემთხვევაში დაგედებათ: Mute, Kick, Warn, Ban.

Comments

Popular posts from this blog

/advertisment - /ad - რეკლამა